Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა სააკაშვილის პარტია


უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გაატარა მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალ ძალთა მოძრაობის“ კანდიდატთა სია.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის პარტია გახდა ბოლო პოლიტიკური ძალა, რომელიც საარჩევნოდ იქნა რეგისტრირებული. სულ ბიულეტენში 22 პარტია ჩაიწერება.

„ახალ ძალთა მოძრაობის“ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც საამისოდ განსაზღვრული ვადა ამოიწურა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია თავდაპირველად უარს ამბობდა რეგისტრაციაზე, მაგრამ პარტიამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა და უზენაესმა სასამართლომ დაავალა საარჩევნო კომისიას სააკაშვილის ორგანიზაციის დარეგისტრირება.

სასამართლომ დაადგინა, რომ სააკაშვილს შეუძლია მონაწილეობა არჩევნებში მიუხედავად იმისა, რომ წელიწადზე მეტი დაჰყო საზღვარგარეთ უკრაინიდან დეპორტაციის შემდეგ.

ახალმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნა, რის შემდეგაც ის უკრაინაში დაბრუნდა.

უკრაინაში 21 ივლისს გაიმართება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

XS
SM
MD
LG