Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა „საშინელი პრეზიდენტი“ უწოდა ჯიმი კარტერს არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე კომენტარის შემდეგ


ჯიმი კარტერი, აშშ-ის პრეზიდენტი 1977-1981 წლებში
ჯიმი კარტერი, აშშ-ის პრეზიდენტი 1977-1981 წლებში

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „საშინელი პრეზიდენტი“ უწოდა ყოფილ პრეზიდენტ ჯიმი კარტერს, რომელმაც 28 ივნისს თქვა, რომ ტრამპი რეალურად დამარცხდა 2016 წლის არჩევნებში, მაგრამ თეთრ სახლში მოხვდა რუსეთის ჩარევის შედეგად.

„როგორც ახლა ყველას ესმის, გავიმარჯვე არა რუსეთის გამო, არა ვინმე სხვის გამო, არამედ მე თვითონ“, თქვა ტრამპმა 29 ივნისს იაპონიაში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელზეც კარტერი „საშინელ“ პრეზიდენტად მოიხსენია.

დემოკრატიული პარტიის წევრი კარტერი 1977-1981 წლებში იყო შეერთებული შტატების პრეზიდენტი ერთი ვადით.

მას 28 ივნისს ჰკითხეს, რას ფიქრობს აშშ-ის დაზვერვის უწყებების დასკვნაზე, რომ მოსკოვი 2016 წლის საარჩევნო კამპანიაში ჩაერია ტრამპის სასარგებლოდ.

„ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი ჩაერია არჩევნებში“, თქვა 94 წლის კარტერმა. მისი აზრით, ჩარევის სრულად გამოძიება აჩვენებდა, რომ ტრამპს არ გაუმარჯვია 2016 წლის არჩევნებში, რომ ის დამარცხდა და პრეზიდენტი გახდა რუსების ჩარევის შედეგად.

ასეთი განცხადება, რომელიც კარტერის საქველმოქმედო ფონდის ღონისძიებაზე გაკეთდა, უჩვეულოა ყოფილი პრეზიდენტისათვის. აშშ-ის ყოფილი ლიდერები, ჩვეულებრივ, თავს არიდებენ მოქმედ პრეზიდენტებზე კომენტარს.

XS
SM
MD
LG