Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ცესკომ დაარეგისტრირა სააკაშვილის პარტია რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობისთვის


უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალ ძალთა მოძრაობა“ უმაღლესი რადას რიგგარეშე არჩევნებში დაარეგისტრირა. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინულ მედიაში გავრცელდა. თავდაპირველად უკრაინის ცესკომ მიხეილ სააკაშვილის პარტიას რეგისტრაციაზე უარი უთხრა. კომისიის გადაწყვეტილება სასამართლომ გააუქმა. უკრაინაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს გაიმართება.

XS
SM
MD
LG