Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი დაესწრება მინსკში „ევროპული თამაშების“ დახურვის ცერემონიას


ბელორუსისა და რუსეთის პრეზიდენტები, ალექსანდრ ლუკაშენკო (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინი
ბელორუსისა და რუსეთის პრეზიდენტები, ალექსანდრ ლუკაშენკო (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩავიდა ბელორუსის დედაქალაქში, სადაც დაესწრება მეორე „ევროპული თამაშების“ დახურვის ცერემონიას.

ცერემონიას, რომელიც იმართება მინსკის „დინამოს“ სტადიონზე, დაესწრებიან ბელორუსისა და ტაჯიკეთის პრეზიდენტებიც, ალექსანდრ ლუკაშენკა და ემომალი რახმონი.

ლუკაშენკას განცხადებით, ის არ გამორიცხავს სამმხრივი შეხვედრის გამართვას.

10-დღიან „ევროპულ თამაშებში“ მონაწილეობდა 3600-ზე მეტი ათლეტი 50 ქვეყნიდან.

პირველი ცხრა დღის მონაცემებით, საქართველოს დელეგაციას ერგო 28 მედალი: 6 ოქრო, 8 ვერცხლი და 14 ბრინჯაო.

XS
SM
MD
LG