Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში გაიმართა მიტინგები დემოკრატიზაციის მოთხოვნით


2019 წლის 30 ივნისი: მიტინგი ყაზახეთის უდიდეს ქალაქ ალმა-ათაში
2019 წლის 30 ივნისი: მიტინგი ყაზახეთის უდიდეს ქალაქ ალმა-ათაში

ყაზახეთის უდიდეს ქალაქ ალმა-ათასა და დედაქალაქ ნურ-სულთანში გაიმართა ოპოზიციის სანქცირებული მიტინგები.

მანამდე ოპოზიციას 30-ზე მეტჯერ უთხრეს უარი ალმა-ათაში აქციების ჩატარების ნებართვაზე. 30 ივნისს ასობით ადამიანმა მოითხოვა შეკრების თავისუფლება, რაც გულისხმობს უფლებას, რომ აქციის ჩასატარებლად საჭირო აღარ იყოს ხელისუფლებისაგან ნებართვის მიღება. დემონსტრანტებმა ასევე მოითხოვეს საკონსტიტუციო რეფორმა და დემოკრატიზაცია.

ნურ-სულთანში 100-მდე მომიტინგე შეიკრიბა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მოთხოვნებით. გაისმა მოწოდებაც, რომ დედაქალაქს დაუბრუნდეს ძველი სახელწოდება, ასტანა.

ყაზახეთში 9 ივნისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს ახლდა ბოლო წლების უდიდესი საპროტესტო აქციები. როგორც მოსალოდნელი იყო, გაიმარჯვა ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის მხარდაჭერილმა კანდიდატმა, ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა.

ალმა-ათაში, ნურ-სულთანსა და სხვა ქალაქებში არჩევნების პერიოდში გამართულ უსანქციო დემონსტრაციებში მონაწილეობდა ათასობით ადამიანი. ბევრი მათგანი დააკავეს. მთავარ მოთხოვნებს შორის იყო თავისუფალი არჩევნების ჩატარება.

XS
SM
MD
LG