Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველმა სპორტსმენებმა ევროპული თამაშები 30 მედლით დაასრულეს


ევროპული თამაშების დახურვის ცერემონიალი დღეს, საღამოს გაიმართება.
ევროპული თამაშების დახურვის ცერემონიალი დღეს, საღამოს გაიმართება.

მეორე ევროპულ თამაშებზე - მინსკი 2019-ზე, საქართველოს დელეგაციაში შემავალი 61 სპორტსმენიდან 30-მა მედალი მოიპოვა - 6 ოქრო, 10 ვერცხლი და 14 ბრინჯაო.

ათდღიანი შეჯიბრების ბოლო დღეს - 30 ივნისს საქართველოს საერთო მონაგარს ორი ვერცხლის მედალი დაემატა. მოკრივე სახილ ალახვერდიევსა (49 კგ) და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიას (130 კგ) ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად თითო ნაბიჯი დააკლდათ - ორივე ფინალში დამარცხდა. კიდევ ერთმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ - რევაზ ნადარეიშვილმა (97 კგ) კი კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ასვლის შანსი ვერ გამოიყენა - რეპეშაჟის ფინალი დათმო და საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.

ევროპული თამაშების დახურვის ცერემონიალი დღეს, საღამოს გაიმართება მინსკის „დინამოს“ სტადიონზე.

XS
SM
MD
LG