Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ექნება საკუთარი კინოსტუდია „ნაღდი კინოს“ შესაქმნელად


რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ
რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ამბობს, რომ სამინისტრო შექმნის საკუთარ კინოსტუდიას რუსეთის თანამედროვე არმიის შესახებ სამხედრო-პატრიოტული ფილმების გადასაღებად.

მინისტრის თქმით, მიზანია „ნაღდი კინოს“ შექმნა.

ბოლო პერიოდის მოვლენებიდან, რომლებიც, მისი აზრით, კინემატოგრაფში ასახვას იმსახურებს, შოიგუმ დაასახელა ყირიმის ანექსია. რუსი მინისტრი ფიქრობს ასევე, რომ მაყურებელს აკლია ფილმები თანამედროვე გმირებზე - ადამიანებზე, რომლებიც ებძვიან საერთაშორისო ტერორიზმს.

XS
SM
MD
LG