Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მომღერალმა ნინო ქათამაძემ თბილისში პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა


თბილისში საპროტესტო აქციების მე-11 დღეს საქართველოს პარლამენტთან მივიდა მომღერალი ნინო ქათამაძე. მან აქციის მონაწილეებს სიტვით მიმართა და უთხრა "ყველაზე მართლები" ხართო.

"მინდა გამოვხატო თქვენი მხარდაჭერა. დიდი მადლობა, რომ აღვიძებთ მართალს და არ გეშლებათ სიმართლე", -განაცხადა ნინო ქათამაძემ.

მანამდე მომღერალმა საკუთარი ფეისბუკის გვერდზე დაწერა, რომ 22 ივნისს მისი ბოლო კონცერტი გაიმართა რუსეთში:

"დიახ რა თქმა უნდა გახარია უნდა გადადგეს და ეს მოთხოვნა სრულიად ჯანსაღი და ლეგიტიმურია. ზუსტად მესმის საზოგადოების ჯანსაღი კრიტიკა ჩემს მიმართ და ვიზიარებ თითოეულ შენიშვნას, ამ პოსტის შემდეგაც მზად ვარ მოვისმინო და წავიკითხო ყველას აზრი თუნდა ყველაზე მძიმე ფორმით გადმოცემული! ჩემი ცხოვრების უმძიმესი დღე 20ივნისი და უმძიმესი კონცერტი 22 ივნისი, რომელზეც უარი მხოლოდ უსინათლო 9 წლის გოგოს გამო ვერ ვთქვი. მე ამ კონცერტზე ვთქვი და თქვენც მინდა გითხრათ, ეს ჩემი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში!!!"

ნინო ქათამაძე წერს, რომ მას არასოდეს მიუღია რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულ კონცერტებში მონაწილეობა და მისი მუსიკა ეკუთვნის უბრალოდ ადამიანებს განურჩევლად, ეროვნებისა, რასისა, რელიგიისა და სექსუალური ორიენტაციისა.

XS
SM
MD
LG