Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკო გომური: სროლის შემდეგ, ჩემს თვალში არაფერი არ დარჩა, ყველაფერი იქცა ნაფლეთებად


20-21 ივნისის ღამის აქციაზე დაშავებულთაგან ერთ-ერთი, მაკო გომური, რომელსაც რეზინის ტყვია თვალში მოხვდა და მისი ამოღება დაჭირდა, Facebook-ზე წერს, რომ მის დაკარგულ თვალს აღარაფერი ეშველება. მაკო გომური თბილისში, საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ მალევე სახელმწიფო დაფინანსებით საზღვარგარეთ წავიდა სამკურნალოდ.

"მეგობრებო,სამკურნალოდ აქ წამოსვლა არ ნიშნავს იმას,რომ თვალ ახელილი ჩამოვალ ან კიდევ უფრო სისულელე,თვალს გადავინერგავ.
სროლის შემდეგ, ჩემს თვალში არაფერი არ დარჩა,ყველაფერი იქცა ნ ა ფ ლ ე თ ე ბ ა დ!
გუგა, ბადურა, სკლერა, პიგმენტი - არაფერი არაა დარჩენილი, გარდა კუნთებისა, რომლებმაც თუ იმუშავა, ჩავისვავ ხელოვნურ თვალს, რომელსაც იგივე ფენოტიპი ექნება, რაც მეორე თვალს და იმ კუნთების დახმარებით შევძლებ ვამოძრავო. გადარჩა ასევე ქვედა ქუთუთო და ასევე "ააწყვეს" ზედა ქუთუთოც, რომლის უჯრედები ან განაგრძობენ მუშაობას ან არა (დაიხოცებიან);
გეფიცებით, თქვენზე მეტად მე მინდოდა მხედველობა არ დამეკარგა, მაგრამ დავკარგე; ნუ დამტირით ხალხო; საფეთქელს 2 სანტიმეტრითაა აცელილი ტყვია,შეილება ყველაფერი სხვანაირად წასულიყო,მარა გადავრჩი (თუ ამას გადარჩენა ქვია) და დავკარგე მხოლოდ თვალი. ვაზროვნებ, დავდივარ, ვლაპარაკობ - ხო საკმარისია არა ბევრი რამისთვის?"

მაკოს თქმით, მას წინ კიდევ ერთი ოპერაცია აქვს, რომლოს გაკეთებაც საქართველოშიც შეიძლებოდა და თვალს იმისთვის, რომ დაიბრუნოს ფორმა და შეუხორცდეს ჭრილობები 6 კვირამდე ვადა ჭირდება, რის მერეც ​შესაძლებელი გახდება ხელოვნური თვალის ჩასმისთვის მომზადება.

"კი ბატონო, სახელმწიფო მაფინანსებს.
ზოგადად სამსახურში რამეს რომ ვაფუჭებდი, მე ვცდილიბდი იმის გამოსწორებას, ბიქაზ ჩემი მოვალეობა იყო და მადლობასაც არავისგან ველოდი; ეს ისე."
წერს მაკო.

XS
SM
MD
LG