Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მეტრო დღეიდან 23.00 სააათამდე იმუშავებს


2019 წლის პირველი ივლისიდან 2020 წლის პირველ ივლისამდე თბილისის მეტროპოლიტენი 06.00 საათიდნ 23:00 საათამდე იმუშავებს. მეტროს მუშაობის ერთი საათით ადრე დასრულება სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.

დაგეგმილია ელექტროუსაფრთხოების და სავენტილაციო სისტემების მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები - შეიცვლება 650 კმ ელექტროსადენი. ჩანაცვლდება ძალოვანი კაბელებიც.

რეაბილიტაციისთვის აზიის განვითარების ბანკის დახმარებით 15 მილიონი დოლარია გამოყოფილი. სამუშაოები ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს.

XS
SM
MD
LG