2019 წლის პირველი ივლისიდან 100 ლარით დაჯარიმდება გაზზე მომუშავე 1-10 წლის ყველა ავტომობილი, რომელსაც გავლილი არ ექნება ტექნიკური დათვალიერება.
რეგლამენტის მიხედვით, 17 და უფრო ძველ, აირბალონებზე მომუშავე მანქანებს ტექდათვალიერების ვალდებულება 2018 წლის 1 იანვრამდე; 14-16 წლის ავტომობილებს - 2018 წლის პირველ ივლისამდე; ხოლო 11-13 წლის ავტომობილებს 2019 წლის პირველ იანვრამდე ჰქონდათ.
პერიოდულად შემოწმდება ასევე აირბალონები:
- ნახშირბადიანი ფოლადისგან ან ლითონპლასტიკისგან დამზადებული აირბალონების პერიოდული შემოწმება – სამ წელიწადში ერთხელ
- ლეგირებული ფოლადისგან დამზადებული აირბალონების პერიოდული შემოწმება – ხუთ წელიწადში ერთხელ.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებლის დოკუმენტაციით არ ირკვევა აირბალონის მასალის შემადგენლობა, ასეთი ბალონის შემოწმება სავალდებულოა 3 წელიწადში ერთხელ.