Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჩვენ დაღლას არ ვაპირებთ!"


"ჩვენ დაღლას არ ვაპირებთ!"
please wait

No media source currently available

0:00 0:54:13 0:00

მეთორმეტე დღეა თბილისში არ წყდება საპროტესტო აქციები. 1 ივლისს პარლამენტის წინ მიმდინარე პროცესის თანაორგანიზატორებმა აქცია მოაწყვეს იქ, სადაც მმართველი ძალა მართავდა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული ინიციატივის პრეზენტაციას. მათ კიდევ ერთხელ შეახსენეს მმართველ ძალას შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნა. ორშაბათს დილით საპროტესტო აქციების თანაორგანიზატორები: თათუშა არველაძე და ნოდარ რუხაძე რადიო თავისუფლების სტუდიის სტუმრები იყვნენ. ისინი აცხადებენ, რომ დაღლას არ აპირებენ, რომ პასუხისმგებლობას გრძნობენ 20-21 ივნისის ღამით დაზარალებული და აქციებზე მდგომი ადამიანების მიმართ. თათუშა არველაძე: „იქამდე გაგრძელდება ეს ყველაფერი, სანამ გააცნობიერებს ხელისუფლება, რომ თვალებში ტყვიების და ამ შემთხვევაში უკვე ნაცრის შეყრა არ გამოდის და მათი პასუხისმგებლობა დადგება ყველა ვარიანტში, რაც უნდა ჰქონდეთ დღეს შეფარვითი მიზეზები და მათ გამართლებაზე საუბრობდნენ. სადაც 12 დღე მოვედით აქამდე, ჩვენ დაღლას აღარ ვაპირებთ“. აქციის მონაწილეები კვლავაც იმეორებენ, რომ მესამე მოთხოვნის - გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლის შემთხვევაში შეწყვეტენ ყოველდღიურ აქციებს და წავლენ სახლში, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ კვლავაც არ გააპროტესტებენ იმას, რასაც უსამართლოდ ჩათვლიან. ნოდარ რუხაძე ბიძინა ივანიშვილს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას „ულოცავს“: „ის უნდა გავიხსენოთ, რომ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ მას უნდა შეექმნა ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება. მას მინდა მივულოცო, რომ ყველა იმ უსამართლობის ფონზე, რაც მისი ხელისუფლების პერიოდში მოხდა, სამოქალაქო საზოგადოება ძალიან ძლიერია დღეს, შეიძლება ითქვას, რომ ცალსახად შეიქმნა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება და ის აღარასდროს მოკვდება“.

XS
SM
MD
LG