ისრაელმა საჰაერო იერიშები განახორციელა სირიის მთავრობის ჯარის სამხედრო პოზიციებზე დამასკის მახლობლად და ცენტრალურ პროვინცია ჰომსში, იტყობინება სირიის სახელმწიფო მედია.
ცნობით, რომელიც სანას ახალი ამბების სააგენტომ გაავრცელა, და რომელიც სირიის სამხედრო წყაროს მონაცემებს ეყრდნობა, რაკეტები გაუშვეს პირველ ივლისს ლიბანის საჰაერო სივრცეში მყოფმა ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა. სანას ცნობით, ოთხი სამოქალაქო პირი იქნა მოკლული და 21 დაშავდა ერთ-ერთი საჰაერო თავდასხმისას ქალაქ სანაიაში, დამასკის სამხრეთ-დასავლეთში.
ისრაელის არმიას კომენტარი არ გაუკეთებია. ისრაელმა ასობით საჰაერო თავდასხმა განახორციელა სირიის ტერიტორიაზე. ისრაელი აცხადებს, რომ მას იერიში მიაქვს ირანის ობიექტებზე და მისი მოკავშირე შეიარაღებულ ერთეულებზე, მათ შორის ლიბანის შიიტურ გაერთიანება ჰიზბოლაზე.
თავდასხმებმა უთანხმოება გამოიწვია რუსეთის და ისრაელის ურთიერთობაში. სირიის მთავრობას ირანთან ერთად სამხედრო დახმარებას უწევს მოსკოვი.
სირიის ომი, რომელიც მეცხრე წელია გრძელდება, დაიწყო მთავრობის მიერ დემონსტრაციის ჩახშობით 2011 წლის მარტში. ომს 370 ადამიანის სიცოცხლე შეწირა, საცხოვრებელი ადგილების დატოვება მოუწია მილიონობით ადამიანს.