პირველ ივლისს სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მახლობლად დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო თალიბანმა. დაჯგუფების წარმომადგენლებმა ორი დღით ადრე ყატარში სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გამართეს აშშ-ის დელეგაციასთან, ავღანეთში მიმდინარე 18 წლიანი ომის დასრულების გარშემო.
ცნობით, დაშავებულთა რიცხვმა ასს მიაღწია. მათ შორის არის 51 ბავშვი მახლობელი სკოლებიდან, სადაც მინის ნამსხვრევებმა მიაღწია. ამის თაობაზე განათლების სამინისტროს წარმომადგენელი, ნუურია ნაზჰათი იტყობინება.
აფეთქებას მოჰყვა შეიარაღებული პირების მიერ წამოწყებული იერიში. თავდამსხმელები მახლობელი შენობიდან უშენენ ცეცხლს თავდაცვის სამინისტროს. ქაბულის პული მაჰმუდ ხანის რაიონში, მობილიზებულია ავღანეთის უსაფრთხოების სპეციალური ძალები.
რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის ცნობით, ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობენ ასევე შვეულმფრენები, რომლებიც ჰაერიდან ტყვიამფრქვევის ცეცხლს უშენენ ექსტრემისტებს.
ქაბულში აშშ-ის საელჩომ დაგმო თავდასხმა.