Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქეთევან ციხელაშვილი: აბიტურიენტთა ნაწილმა ენგურის ხიდზე გადმოსვლა შეძლო  


ქეთევან ციხელაშვილი
ქეთევან ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ აბიტურიენტების ნაწილი, რომელსაც ენგურის ხიდზე გადმოსვლის საშუალება არ ეძლეოდა, უკვე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა:

მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით, ამ ეტაპზე მაინც მოხერხდა მათი ნაწილის გადმოყვანა. ეს ამ დღეების განმავლობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი იყო. სხვადასხვა არხის გამოყენებით ძალიან ინტენსიურ რეჟიმში ვართ ჩართულნი, რათა შეზღუდვა საბოლოოდ მოიხსნას.

დღემდე მიღწეულია ის, რომ აბიტურიენტებთან ერთად პენსიონერებსა და ასევე სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პირებისათვის გადაადგილება შესაძლებელია. ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ, რათა მოსახლეობას გადაადგილების საშუალება ჰქონდეს, რამდენადაც თითოეული მათგანისათვის ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის საჭიროებას უკავშირდება.

ქეთევან ციხელაშვილის განმარტებით, განათლების სამინისტროსთან ერთად ყველაფერი კეთდება იმისთვის, რათა აბიტურიენტებს უმაღლეს განათლებაზე წვდომის პრობლემა არ შეექმნათ. იგულისხმებიან ის აბიტურიენტები, რომელთაც ამ დრომდე ვერ შეძლეს ენგურის ხიდზე გადმოსვლა:

„ინტენსიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ინდივიდუალურად, თითოეულის საგამოცდო გრაფიკიდან გამომდინარე იქნას შერჩეული შესაბამისი ფორმა, რათა მათ ეროვნულ გამოცდებში სრულფასოვნად მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეთ. თითოეული მათგანის ეს ინტერესი დაკმაყოფილებული იქნება“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ენგურის ხიდზე მოძრაობა დეფქატო აფხაზეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ცალმხრივად 27 ივნისს ჩაიკეტა.

XS
SM
MD
LG