Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა


საქართველოს პარლამენტის წინ განახლდა საპროტესტო აქცია შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, აქცია 12 დღეა გრძელდება, სამი დღეა არ გადაკეტილა გზის საავტომობილო მონაკვეთი.

„ქუჩის გადაკეტვა ჩვენი თვითმიზანი არ არის“,- აღნიშნა შოთა დიღმელაშვილმა, რომელმაც აქციის მონაწილეებს აცნობა, რომ პარლამენტთან დამონტაჟდა ეკრანი, რომელზეც უცხოეთიდან გამოგზავნილ ვიდეომიმართვებს, აქამდე უცნობ კადრებსა და სხვა მასალებს, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში, ფილმებსაც აჩვენებენ.

ყოველ დღე ვიქნებით ჩვენ მთავარი ამბავი დღის, ყოველ დღე დისკრედიტირდება მთავრობა, რომელიც არ გადააყენა თანამდებობიდან გიორგი გახარია“, - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები 20 ივნისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა.

21 ივნისს პოსტი დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მანდატი დატოვა „ქართული ოცნების“ წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმაც, რომელიც ასამბლეის ორგანიზატორი და ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო.

20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დაშლისას, ოფიციალური მონაცემებით, 240-მდე ადამიანი დაშავდა.

XS
SM
MD
LG