Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს გავრცელებულ კადრებზე: პოლიციელი მოქალაქეს არ აგდებს, ქვემოთ მდგომ პოლიციელებს გადასცემს


"რუსთავი2"-ის მიერ გავრცელებული კადრი
"რუსთავი2"-ის მიერ გავრცელებული კადრი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის მიერ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით განმარტავენ, რომ სამართალდამცავი მოქალაქეს ავტოფარეხის სახურავიდან კი არ აგდებს, არამედ გადასცემს ქვემოთ მდგომ პოლიციელებს:

კადრებში ასახულია აქციის ერთ-ერთი მონაწილის, მოქალაქე ნ.რ.-ს დაკავების ეპიზოდი. კადრებში ნათლად ჩანს, რომ ავტოფარეხის სახურავზე მყოფი, მოქალაქე ნ.რ. არ ემორჩილება პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც ხდება მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება, რა დროსაც რამდენიმე სამართალდამცველი მას ავტოფარეხის სახურავიდან ქვემოთ მდგომ პოლიციელებს გადასცემს“,- აღნიშნავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

უწყების განმარტების თანახმად, ეს მოქალაქე აქტიურად მონაწილეობდა „მელიქიშვილის გამზირზე განხორციელებულ ვანდალიზმის აქტებში, მათ შორის მანქანის მტვრევის ეპიზოდშიც“.

ამავე ინფორმაციით, დაკავებულმა მოგვიანებით სასამართლო დარბაზში ადმინისტრაციული გადაცდომა აღიარა და ბოდიში მოიხადა. სასამართლომ მას 1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ვიდეომასალა რუსთავი2-მა გაავრცელა. ტელეკომპანიის თანახმად, 20 ივნისს აქციის დასაშლელად ხელისუფლებამ ე.წ. ზონდერები გამოიყენა და მათთან ერთად ნადირობდა მოქალაქეებზე.

რუსთავი 2-ის თანახმად, ვიდეომასალა ვერაზეა გადაღებული, რამდენიმე თვითმხილველის მიერ. კადრებში კი ჩანს, რომ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს სამართალდამცველები ავტოფარეხის სახურავზე აკავებენ, შემდეგ მას სცემენ და მეორე სართულიდან ქვევით აგდებენ.

XS
SM
MD
LG