ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო ადასტურებს ირანის მტკიცებას, რომ დაბალგამდიდრებული ურანის ჩხირების მარაგის რაოდენობა გაზარდა და 2015 წლის ბირთვული შეთანხმების დაწესებულ ზღვარს, 300 კილოგრამს გადააჭარბა. სააგენტოს დირექტორმა იუკია ამანომ ამცნო ამის შესახებ სააგენტოს მმართველთა საბჭოს ვენაში, პირველ ივლისს.
უფრო ადრე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა დაადასტურა ეს ცნობა.
2015 წელს ირანსა და მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შორის მიღწეული იყო შეთანხმება, რომლის თანახმად, ირანის ბირთვული პროგრამა იზღუდებოდა ისლამური რესპუბლიკისთვის დაწესებული სანქციების გაუქმების სანაცვლოდ. 2018 წლის მაისში აშშ-მა ცალმხრივად დატოვა ბირთვული შეთანხმება და ირანს კვლავ დაუწესა სანქციები, რომლებიც მანამდე გაუქმდა შეთანხმების ძალით.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა პირველ ივლისს განაცხადა, რომ "დასანანია" ირანის ეს ნაბიჯი და თქვა, რომ მომხდარის ზედმეტად დრამატიზება არ უნდა მოხდეს. რუსეთის სააგენტოების თანახმად, რიაბკოვის თქმით, ირანის ნაბიჯი არ იყო მოულოდნელი და გააფრთხიlა ირანი, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდოს ბირთვული შეთანხმების მიხედვით ატომური სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების განხორციელებას.
ირანის ოფიციალურმა პირებმა დაიჩივლეს, რომ შეთანხმების მონაწილე სხვა ქვეყნებმა, ბრიტანეთმა, გერმანიამ, რუსეთმა, საფრანგეთმა და ჩინეთმა ვერ მოახერხეს შერბილებულიყო ირანისთვის აშშ-ის მიერ კვლავ დაწესებული სანქციების ზემოქმედება ირანის ეკონომიკაზე. ირანი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ აპირებდა დაბალგამდიდრებული ურანის წარმოებას გაზრდას და დაწესებული ლიმიტს გადალახვას. გამდიდრებული ურანი გამოიყენება ბირთვული რეაქტორის საწვავად და იარაღის შესაქმნელად.
ირანი აცხადებს, რომ არ აპირებს ბირთვული იარაღის წარმოებას, და რომ მისი ატომური პროგრამა სამშვიდობო ბუნებისაა.