Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაქარია ქუცნაშვილი: რუსთაველზე მიმდინარე აქციები მართულია


„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატისმ ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციები არის პოლიტიკურად მართული და ამის დასტურად ისიც კმარა, თუ ვინ უძღვება აქციებს:

„ყველა ხედავს ვინ უძღვება აქციებს - მიშა მშვილდაძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერია. საზოგადოების მოტყუება, რომ ეს აქციები მართული არ არის ან აქციის ჩატარებით პარტიები დაინტერესებულები არ არიან, მე არ მჯერა. ვინ არის მიშა მშვილდაძე, იუმორისტი? - უკრაინაშიც ეგონათ ზელენსკი იუმორისტი და ყველამ ნახა, რომ თავიდან ბოლომდე ყოფილა პოლიტიკაში ჩართული. მიშა მშვილდაძე არ გახლავთ იუმორისტი, ის „ნაციონალური მოძრაობის“ პირდაპირი აპოლოგეტია“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

კითხვაზე, მომხდარის გამო უნდა გადადგეს თუ არა მინისტრობიდან შს მინისტრი გიორგი გახარია, ყოფილი დეპუტატი პასუხობს, რომ „ობიექტური შეფასებების დრო ჯერ არ დამდგარა“. და რომ „ემოციურმა ფონმა უნდა გადაიაროს“.

ქუცნაშვილმა დეპუტატის უფლებამოსილება მას შემდეგ დატოვა, რაც საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში საქართველოში ჩამოსული რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა, რასაც საზოგადოების პროტესტი და აქციები მოჰყვა. ღონისძიების და ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG