Accessibility links

site logo site logo

გრიგორი კარასინი: რადიკალებმა დემონსტრაცია ანტირუსული დღის წესრიგისთვის გამოიყენეს


გრიგორი კარასინი

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებულმა რადიკალებმა სირთულის გარეშე დააბრუნეს სიტუაცია უკან კონფრონტაციისა და მტრობის ჩიხში. მე იმედი მაქვს, რომ თბილისში ეს უკვე კარგად გაიგეს“,- განაცხადა „კომერსანტთან“ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა.

იგი ამბობს, რომ მტკივნეულია იმის გაცნობიერება, როგორ წარმართეს „სააკაშვილის სკოლის“ რადიკალებმა 20-21 ივნისის საპროტესტო აქციები ანტირუსული მიმართულებით. ამით, გრიგოლი კარასინის შეფასებით, დარტყმის ქვეშ დადგა ყველა ის პოზიტიური შედეგი, რაც 2012 წლიდან ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა ქართულ-რუსულ ურთიერთობებში.

„მომხდარის დეტალები დიდხანს შეგვიძლია განვიხილოთ, მაგრამ მთავარია, რომ პროვოკატორებმა და რუსეთისადმი მტრულად განწყობილმა ადამიანებმა შეძლეს დაწყებული დემონსტრაცია ანტირუსული დღის წესრიგისთვის გამოეყენებინათ. ამას უკვე მოჰყვა იმ პოლიტიკური მოღვაწეების უგუნური განცხადებები, რომლებიც აქამდე მეტ-ნაკლებად პასუხისმგებლიანები ჩანდნენ“,- განაცხადა გრიგორი კარასინმა შეკითხვაზე, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ ანტირუსული განცხადებები გაისმა არა მარტო ოპოზიციის, არამედ ხელისუფლების მხრიდანაც.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ამბობს, რომ საქართველოში, როგორც ჩანს, დაავიწყდათ, რომ რომ რუსეთს თავისი წარმოდგენა აქვს ღირსებასა და პატივზე. მისი თქმით, რუსულ ტრადიციებში არ არის მისი ხალხის მიმართ გამოხატული უხეშობისა და მუქარის გადაყლაპვა.

გრიგოლი კარასინი ამბობს, რომ რუსეთს საქართველოში მისი ხალხის წინაშე არსებული რისკების გათვალისწინება და ბლოკირება წინასწარ მოუხდა:

„იმედი მაქვს, რომ ჩვენმა ადეკვატურმა რეაქციამ გონზე მოიყვანა ისინი, ვისაც ცინიკურად სურს პოლიტიკურ თამაშებში ქულების დაგროვება ანტირუსული რიტორიკისა და მუქარების ხარჯზე“,- განაცხადა გრიგორი კარასინმა გაზეთ „კომერსანტთან“ ინტერვიუში, რომელიც საგანგებოდ ჩაიწერა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წინ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG