თბილისის მერიის ცნობით, „თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქის დასუფთავებისთვის 25 ერთეული ახალი ტექნიკა იყიდა, მათ შორის, 22 ნაგავმზიდია, რომელიც მოძველებულ, მწყობრიდან გამოსულ ტექნიკას ჩაანაცვლებს.
მერიამ ასევე შეიძინა ერთი გზის დასახაზი მანქანა-დანადგარი და ორი მარილმომყრელი და თოვლმწმენდი მანქანა.
განახლებული ტექნიკის პრეზენტაცია ევროპის მოედანზე გაიმართა. თბილისის მერმა კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრონლებს, მეეზოვეებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მომავალში მერია დამატებითი ტექნიკის შეძენას აპირებს
„მოვუწოდებ მოქალაქეებს, გავუფრთხილდეთ ჩვენს ულამაზეს ქალაქს. ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა და ქალაქი იყოს მოწესრიგებული", - განაცხადა კახა კალაძემ.