Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი ათლარიანი მიმოქცევაში ოქტომბრიდან შევა


2019 წლის პირველი ოქტომბრიდან საქართველოს ეროვნული ბანკი მიმოქცევაში განახლებულ 10 ლარის ნომინალის ბანკნოტებს გაუშვებს.

ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად იქნება.

განახლებული 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები საზოგადოებას 2 ივლისს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარუდგინა.

XS
SM
MD
LG