Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა მაქარაშვილს მოკვლით ემუქრებიან


სიცოცხლის ხელყოფის მუქარის გამო პოლიციას მიმართა გიგა მაქარაშვილმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის (#სირცხვილია) ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელმა.

"შევედი მე პოლიციაში და ვნახოთ, როგორ უნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა!!!" - დაწერა მაქარაშვილმა სოციალურ ქსელში.

ვიდრე პოლიციაში განაცხადს შეიტანდა, გიგა მაქარაშვილმა ფეისბუკის საშუალებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს - „უკვე დეტალურ მუქარაზე გადმოვიდნენ და იქნებ იმოქმედოთ?“. ფეისბუკის საკუთარ გვერდზე მან ასეთი წარწერით გამოაქვეყნა სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი იმ კომენტარის სქრინშოტი, რომელიც მან ტელეფონით მიიღო.

XS
SM
MD
LG