Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო უწყება: დავით გარეჯში აზერბაიჯანელებს ახალი ბილიკი არ გაჰყავთ


სიმართლეს არ შეესაბამება ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს აზერბაიჯანულმა მხარემ დაიწყო ბილიკის გაყვანა დავით გარეჯის ტერიტორიაზე, ჩიჩხიტურის მონასტრის მიმართულებით, - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი.

„ადგილზე მიმდინარეობს უკვე არსებული ბილიკის სარემონტო სამუშაოები, აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად/ქედს მიღმა მდებარე ტერიტორიაზე, რაც არანაირად არ ახდენს გავლენას არსებულ „სტატუს კვოზე“, - განმარტავს საგარეო უწყების დეპარტამენტი რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებულ წერილობით კომენტარში.

ტექსტში ხაზგასმულია მოწოდება მედიასაშუალებებისა და სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებლებისადმი, „რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და უსაფუძვლო საჯარო განცხადებებისაგან, რამაც შესაძლოა დააზიანოს პროცესი“.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანთან საზღვრის სადელიმიტაციო სამუშაოების წარმმართველი ორმხრივი კომისიის მორიგი შეხვედრა ჩატარდა ბაქოში, საქართველოსა და აზერბაიჯანს ურთიერთობებთან სრულ შესაბამისობაში.

„შეხვედრაზე მიღწეული იქნა შეთანხმება, კომისიის ექსპერტების მიერ შეუთანხმებელი მონაკვეთების ერთობლივ დათვალიერებასა და აზომვითი სამუშაოების ჩატარებაზე. ამ დროისათვის მიმდინარეობს ინტენსიური კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან, მომდევნო სამუშაო შეხვედრის თარიღის განსაზღვრაზე. საზღვრის სადელიმიტაციო/სადემარკაციო სამუშაოების საერთაშორისო პრაქტიკა ითვალისწინებს მხარეებს შორის კოორდინირებულ მუშაობას და ყველა საკითხი - როგორც შინაარსობრივი, ასევე საორგანიზაციო და ტექნიკური ხასიათის - წყდება ორმხრივი კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში“, - აცხადებს საგარეო უწყების პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი.

XS
SM
MD
LG