Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანს მოუწოდეს, დაიცვას ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება


მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა მოუწოდეს ირანს, დაიცვას 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. ერთი დღით ადრე ირანმა გამოაცხადა, რომ ბირთვული შეთანხმებით დაწესებულ ზღვარს, დაბალაგამდიდრებულ ურანის ჩხირების რაოდენობას, 300 კილოგრამს გადააჭარბა.

ირანის განცხადება დაადასტურა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ. თეირანმა განაცხადა, რომ ურანის რაოდენობის გადაჭარბება პასუხია აშშ-ის გასვლაზე ბირთვული შეთანხმებიდან და სანქციების დაწესებაზე ისლამური რესპუბლიკისთვის.

ბირთულ შეთანხმებას 2015 წელს ხელი მოაწერეს ირანმა და გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა, ასევე გერმანიამ. ის გულისხმობდა ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას და სანაცვლოდ, ირანისთვის დაწესებული სანქციების გაუქმებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG