ბრიტანეთის ბრექსიტის პარტიის წევრებმა, დეპუტატებმა ევროპის ახალი მოწვევის პარალმენტის პირველ სხდომაზე, სტრასბურგში, „სიხარულის ოდის“ - ევროკავშირის ჰიმნის - შესრულებისას ზურგი შეაქციეს დარბაზს.
მათი ქცევა დეპუტატებმა ახსნეს იმით, რომ ისინი არ აღიარებენ ევროკავშირის სიმბოლოდ ამ დროშას და ამ ჰიმნს.
სხდომის დროს თავიანთი აქცია გამართეს ევროუავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის მოწინააღმდეგეებმაც.
ევროკავშირის წევრებმა უნდა გადაწყვიტონ ბლოკის მთავარ ოთხ თანამდებობაზე მყოფთა ვინაობა: ესენია ევროკომისიის, ევროპარლამენტის, ევროპის საბჭოს თავმჯდომარეები და ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის პოსტების კანდიდატები. ევროკომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ურზულა ფონ დერ ლაიენი.