Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღე მე-14 - აქციის დრო და ადგილი უცვლელია


3 ივლისს პარლამენტის წინ ბოლო 13 დღის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქცია ისევ განახლდება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, აქცია ყოველდღე ჩატარდება, სანამ შს მინისტრი გიორგი გახარია პოსტიდან არ გადადგება.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის მიშა მშვილდაძის განცხადებით, შდეგის მისაღწევად საჭიროა პროტესტის გამრავალფეროვნება. უნდა გაიზარდოს პროტესტის ადგილების რაოდენობაც.

ჩვენთვის პრინციპული საკითხია, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ შეძლო ასეთი აქციების ორგანიზება. მართალია, პოლიტიკური პარტიები არიან წარმოდგენილები, თუმცა ისინი არ არიან ლიდერები. შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოება ვერ დაუშვებს, რომ ასეთი რწმენა, რომელიც გაჩნდა საზოგადოებაში გაქრეს - განაცხადა მიშა მშვილდაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

აქციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ხუთშაბათს (4 ივლისი) პარლამენტის შენობის წინ გაიმართება გრანდიოზული კონცერტი, ხოლო შაბათისთვის (6 ივლისი) იგეგმება მასშტაბური მსვლელობა. შემდეგი კვირიდან კი, პარლამენტის შენობის წინ „მუდმივი სამუშაო სივრცე“ მოეწყობა.

XS
SM
MD
LG