Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

3 ივლისს ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება


დღეს ჟენევაში იმართება საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს დელეგაცია აპირებს ყველა აქტუალური საკითხის დასმას, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება ენგურის ხიდის ჩაკეტვაზე გამახვილდება.

არავის ინტერესებში არ შედის ვითარების კიდევ უფრო მეტად ესკალაცია. მთავარია, რომ ამ მიმართულებით დეესკალაციას მივაღწიოთ, რადგან ისედაც დაძაბული ფონია. ერთ-ერთი მთავარი თემა არის ბოლოს განვითარებული მოვლენები, დაკავშირებული საოკუპაციო ხაზის დაკეტვასთან, რომელმაც კიდევ უფრო დაამძიმა ჰუმანიტარული ვითარება ადგილზე. ამიტომ ეს იქნება შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, ამასთან თავისთავად იდგება ყველა ის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ჟენევის მოლაპარაკებებთან, იქნება ეს ჰუმანიტარული თუ უსაფრთხოების ვითარება ადგილზე, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, უკანონო დაკავებები. ქართული მხარე კიდევ ერთხელ დააყენებს საკითხს ოთხოზორიას, ტატუნაშვილის, ბაშარულისა და კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მედიასთან საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიამ.

XS
SM
MD
LG