თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პირველი აგვისტოდან თბილისში ამოქმედდება ზონალური პარკირების სისტემა, რომელიც თავიდან კოტე აფხაზის (ლესელიძის) ქუჩაზე ავტომობილების პარკირებას შეეხება.
თბილისის მერის სიტყვებით, კოტე აფხაზის ქუჩაზე მცხოვრებთათვის პარკირება უფასო იქნება, თუმცა ავტომობილების მფლობელებმა საკუთარი მანქანები სისტემაში უნდა დაარეგისტრირონ.
„ჩვენ ლესელიძის ქუჩაზე განვათავსეთ სპეციალური ჯიხური, სადაც ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა მივიდეს და მიიღოს დეტალური ინფორმაცია თუ როგორ უნდა მოხდეს მანქანის რეგისტრაცია. ეტაპობრივად გადავალთ სხვადასხვა უბნებშიც. ყველა განვითარებულ ქალაქში არის ეს მიდგომა. ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ“,- განაცხადა კახა კალაძემ.