Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაქსების კატეგორიებად დაყოფის პროცესი იწყება


10 ივლისიდან იუსტიციის სახლში სპეციალური სივრცე გამოიყოფა, სადაც ტაქსის მძღოლებისპეციალური მომსახურებით სარგებლობას შეძლებენ.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პირველი ივლისიდან უკვე დაიწყო ტაქსების კატეგორიებად დაყოფა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტაქსის ნებართვის მფლობელი სისტემაში უთითებს, რომელი კატეგორიით სურს მას საქმიანობის გაგრძელება. ამ პროცესში ახლა იუსტიციის სახლიც ერთვება.

ცნობილია, რომ პირველი ოქტომბრიდან ძალაში შედის ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი, რომლის შედეგად A და B კატეგორიის ნებართვა იმოქმედებს.

„A კატეგორია არის თეთრი ფერის ტაქსები, სპეციალური აღმნიშვნელისა და ტაქსის მაიდენტიფიცირებელი საშუალების გამოყენების უფლების მქონე ტაქსები, ხოლო B კატეგორია არის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ იყენებს მაიდენტიფიცირებელ საშუალებას, შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, ამას მნიშვნელობა არ აქვს და შეკვეთას იღებს აპლიკაციის ან სატელეფონო საშუალებით შეტყობინების საფუძველზე“, - განაცხადა კახა კალაძემ 3 ივლისს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

XS
SM
MD
LG