Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია არჩილ თალაკვაძეს: გაიზარდოს საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შემადგენლობა


15 ოპოზიციური პარტია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს მიმართავს თხოვნით, გაიზარდოს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში შემავალი პარტიების რაოდენობა.

„მივიჩნევთ, რომ ხელისუფლების მიერ პროპორციული საპარლამენტო არჩევნების 2020 წელს დაანონსება უბარიერო/ბუნებრივი ბარიერის პირობებში აუცილებელს ხდის მონაწილე პარტიათა ჩამონათვალის გადახედვას... ბუნებრივი ბარიერის პირობებში, არსებითად იზრდება იმ პარტიათა ჩამონათვალი, რომლებიც უნდა შევიდეს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში. შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ, აუცილებელია, მოხდეს აღნიშნული სამუშაო ჯგუფის მონაწილეთა გაფართოვება რათა უზრუნველყოფილ იქნას ჯგუფის ინკლუზიურობა მომდევნო შეხვედრამდე (8-10 ივლისი)“, - წერია მიმართვაში.

მიმართვას ხელს აწერენ „ახალი მემარჯვენეები“, „ახალი საქართველო“, „ახალი ქრისტიან-დემოკრატიული პარტია“, „ევროპელი დემოკრატები“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ემსახურე საქართველოს“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“, „კანონი და სამართალი“, „რესპუბლიკური პარტია“, „სამოქალაქო ალიანსი“, „სახელმწიფო ხალხისთვის“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“.

XS
SM
MD
LG