Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყალქვეშა აპარატზე დაღუპულები სახელმწიფო ჯილდოზე არიან წარდგენილი


რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ რუსეთის ჩრდილოეთში, სევერომორსკის სამხედრო საზღვაო ფლოტის ბაზაზე ჩავიდა, რათა მეთვალყურეობა გაუწიოს რუსეთის ღრმა წყალქვეშა "კვლევის აპარატზე" ხანძრის გაჩენის გარემოების გამოძიებას. პირველ ივლისს მომხდარ ტრაგიკულ ინციდენტს 14 მეზღვაური, მაღალი რანგის ოფიცერი, შეეწირა.

ადგილზე ჩასვლა შოიგუს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დაავალა. თავდაცვის სამინისტრო არ ავრცელებს ინფორმაციას აპარატის შესახებ. რუსეთის მედიის თანახმად, საქმე ეხება AS-12-ს, ბირთვულ წყალქვეშა ნავს, რომელიც გამოიყენება 2000 წლიდან და რომლის მისიაც ზესაიდუმლოა.

შოიგუმ, ვითარების კომენტირებისას, განაცხადა, რომ ეკიპაჟის ნაწილი გადარჩა. მისი სიტყვებით, სამხედროებმა სადგურის იმ ადგილიდან, სადაც ცეცხლი გაჩნდა, ევაკუაცია გაუკეთეს სამოქალაქო მრეწველობის წარმომადგენლებს და თვითონ გააგრძელეს ბრძოლა ხანძართან. შოიგუს არ უთქვამს, რამდენი ადამიანი გადაარჩინეს. დახოცილებს შორის შვიდი პირველი რანგის კაპიტანი იყო, სამი - მეორე რანგის, განაცხადა მინისტრმა, ორი მათგანი რუსეთის გმირის წოდებას ატარებდა.
გამოცემა ბაზას თანახმად, გმირები არიან დენის დოლონსკი და ნიკოლაი ფილინი, ორივე პირველი რანგის კაპიტანი. ყველა დაღუპული წარდგენილია სახელმწიფო ჯილდოზე.

კრემლმა აპარატის შესახებ, რომელსაც ინციდენტი შეემთხვა, თქვა მხოლოდ, რომ ეს ღრმა წყალქვეშა "კვლევის აპარატია", რომელიც კვლევით სამუშაოს აწარმოებდა რუსეთის ტერიტორიულ წყლებში. კრემლის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა რეპორტიორებს უთხრა 3 ივლისს, რომ ავარიასთან დაკავშირებული ინფორმაცია საიდუმლოა და არ გავრცელდება. ეს ინციდენტი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკულია 2000 წლის შემდეგ, როცა „კურსკი“ ჩაიძირა და მასზე მყოფი 118 მეზღვაური დაიღუპა.

XS
SM
MD
LG