Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯილდოს მიღებას სკოლიდან წასვლის სანაცვლოდ 6000 პენსიონერი პედაგოგი დათანხმდა


საპენსიო ასაკის 6000 მასწავლებელი თანახმაა მიიღოს ჯილდო ორი წლის ხელფასის ოდენობით და სკოლიდან წავიდეს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პენსიონერ მასწავლებლებს სთავაზობდა ან კვალიფიკაციის გამოცდა ჩაებარებინათ ან სკოლიდან წასვლის სანაცვლოდ ეს ჯილდო მიეღოთ.

მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის განცხადებით, უწყებას „სკოლებისთვის და მასწავლებლებისთვის განცხადების დაწერა არ მოუთხოვია“, მისი სიტყვებით, ეს იყო ინიციატივა იმის დასანახად, რამდენად მოისურვებდნენ მასწავლებლები ამ შესაძლებლობებით სარგებლობას.

„მასწავლებელს ნებისმიერ დროს შეუძლია გამოხატოს სურვილი 2019 წლის ბოლომდე. ცხადია, იმის მიხედვით, როდის გამოხატავენ სურვილს, ეტაპობრივად მიიღებენ ჯილდოს. ვმუშაობთ მთავრობის განკარგულების პროექტზე, რომლის მეშვეობითაც შევა ცვლილება მასწავლებლის პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემაში, სადაც მთავრობის ხელმძღვანელისა და მთავრობის მიერ ჩანაწერი დამტკიცდება, ეს იქნება უახლოეს მთავრობის სხდომაზე“, - უთხრა ირინა აბულაძემ ჟურნალისტებს.

დღეის მონაცემებით, საქართველოს სკოლებში დასაქმებული 64 329 პედაგოგიდან საპენსიო ასაკის 16 406 მასწავლებელია.

XS
SM
MD
LG