Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგორი კარასინი - ან უნდა შევიკრიბოთ ჟენევაში, ან გავზარდოთ შეიარაღებული ძალები და ვიომოთ


.გრიგორი კარასინი
.გრიგორი კარასინი

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ალტერნატივა არ არსებობს, - განაცხადა მედიასთან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდის დასრულების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა:

„ჩვენ არავითარი ალტერნატივა არ გვაქვს: ეს ერთადერთი ფორმატია, რომელშიც ვხვდებით საქართველოს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს. სხვა ფორმატი არ არსებობს. ან უნდა შევიკრიბოთ ჟენევაში, ან გავზარდოთ შეიარაღებული ძალები და ვიომოთ. ამას უხეშად ვამბობ, მაგრამ ჟენევის დისკუსიები - სამხრეთ კავკასიაში ნევროზულობის და ნეგატივის დაგროვების საწინააღმდეგოდ კარგი საშუალებაა“, - აღნიშნა გრიგორი კარასინმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად კი ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს ჩრდილი მიაყენა თბილისში 20-21 ივნისს განვითარებულმა მოვლენებმა.

ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი 2-3 ივლისს გაიმართა. მორიგი რაუნდი ოქტომბერში დაიგეგმა.

XS
SM
MD
LG