Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტიები: მელიას "შინაპატიმრობა" საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი უნდა გახდეს


ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, დეპუტატ ნიკა მელიას წინააღმდეგ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ფაქტობრივ შინაპატიმრობად აფასებენ და ანტიდემოკრატიული მმართველობის გამოცდილების „საუკეთესო“ მაგალითად მიიჩნევენ.

„საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება აეკრძალა. ეს შეზღუდვა მის საპარლამენტო საქმიანობასაც შეეხო. დეპუტატზე ელექტრონული მონიტორინგის დაწესება დემოკრატიული ტრადიციის ქვეყნებში უპრეცედენტოა.

საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, დაუშვებელია დეპუტატის საპარლამენტო საქმიანობის შეზღუდვა. აშკარაა, ეს ნაბიჯი ხელისუფლების მიერ ოპოზიციური პარტიის ლიდერის საპარლამენტო, პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მცდელობაა და კიდევ ერთხელ ადასტურებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების შეუქცევადი რღვევის პროცესს“, -აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების ხელისმომწერი პარტიები მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნებისგან“ კონტროლირებადი მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოების მოსამართლეების ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის ნორმები, რომლებმაც ამ მოსამართლეებს კონსტიტუციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების გამოტანის შესაძლებლობა მისცა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.

პოლიტიკური პარტიების ერთობლივ განცხადებას ხელს 17 პოლიტიკური პარტია აწერს.

XS
SM
MD
LG