რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 4 ივლისს ესტუმრება იტალიას, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს ქვეყნის ლიდერებთან და ასევე ვატიკანში შეხვდება რომის პაპ ფრანცისკეს.
რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ტასსის“ ცნობით, დაგეგმილია პუტინის შეხვედრა იტალიის პრეზიდენტ სერჯიო მატარელასთან და პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტესთან. მოლაპარაკების მთავარ საგანს წარმოადგენს რუსეთის ეკონომიკური კავშირების განმტკიცება იტალიასთან, ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყანასთან, რომელიც კავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად რუსეთთან ეკონომიკური სანქციების რეჟიმში იმყოფება, მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის გამო.