Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა ნათელაშვილი: ალიევი აგრძელებს პუტინის დავალებით დავით გარეჯის ოკუპაციას


„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ადანაშაულებს პუტინის დავალებით დავით გარეჯის ოკუპაცია-ანექსიაში და ამბობს, რომ "ილჰამ ალიევმა ​ შაჰაბასისებურად კვლავ ჩაგვცა ზურგში დაშნა".

4 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ნათელაშვილმა ხელისუფლებას მოუწოდა არ გაბედოს აზერბაიჯანთან დელიმიტაციის რაიმე ხელშეკრულებაზე თანხმობის მიცემა.

"ვაფრთხილებთ ივანიშვილის რეჟიმს, რომლის ბიზნეს გარიგებასაც ეწირება ალიევთან ეს ჩვენი ქრისტიანული სამყაროს უდიდესი სიწმინდე, არ გაბედონ დელიმიტაციის რაიმე ხელშეკრულებაზე თანხმობის მიცემა. ხელისუფლების შეცვლისთანავე როგორც კი ეს მოხდება და ძალიან მალე მოხდება, ყველა ხელშეკრულება, რომელთა თანახმადაც თუნდაც ერთი ქვა დარჩება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დავით გარეჯისა, იქნება გაბათილებული და ანულირებული", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

XS
SM
MD
LG