Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ნაადრევად მიიჩნევს პოლიტიკიდან წასვლაზე ლაპარაკს


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა იტალიის გაზეთ „კორიერე დელა სერასთან“ ინტერვიუს დროს არ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, წავა თუ არა პოლიტიკიდან 2024 წელს, როცა ამოიწურება მისი პრეზიდენტობის ვადა.

ამაზე ნაადრევია საუბარიო, თქვა პუტინმა.

კრემლის ინტერნეტსაიტზე გამოქვეყნდა იტალიაში პუტინის გამგზავრებამდე ჩაწერილი ინტერვიუს ტექსტი.

პუტინს ნათქვამი აქვს, რომ ჯერ კიდევ 2000 წლიდან ფიქრობს თავის მემკვიდრეზე. მაგრამ რუსეთი - მისი სიტყვებით - დემოკრატიული ქვეყანაა, ამიტომ მომდევნო ლიდერის ვინაობას არჩევნები გაარკვევს.

2018 წლის ნოემბერში შეკითხვას, როგორი იქნება ქვეყანა მისი უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, პუტინმა უპასუხა: ასე ნუ ჩქარობთ, ჯერ არსად წასვლას არ ვაპირებო.

XS
SM
MD
LG