Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბესელია: სად იყო შს მინისტრი, რატომ არ შეაჩერა კანონდამრღვევი ძალოვნები


რატომ არ გააჩერეს შს მინისტრმა და სხვა ხელმძღვანელებმა ის სპეცრაზმელები, რომლებმაც კანონი დაარღვიეს ? - ასეთ შეკითხვას სვამს „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, პარტიის „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია. მისი თქმით, საკმარისი არ არის, რომ სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ ორი სამართალდამცველის წინააღმდეგ აღიძრა.

„საუბარია, რომ ორი პირის მიმართ შეიძლება იყოს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ჩვენ ვნახეთ კადრები, სადაც გაცილებით უფრო მეტი სპეცრაზმელი და ძალოვანი უწყების თანამშრომელი მოქმედებს კანონის მიღმა. ცალკეული პირები მოქმედებდნენ თითქოს თვითნებურად და ბრძანების გარეშე, მაშინ სად იყო პასუხისმგებელი პირი, ან მინისტრი ან მინისტრის მოადგილე, ადგილზე მყოფი ხელმძღვანელი პირები. რატომ არ შეაჩერეს ეს პროცესი“, - აცხადებს ეკა ბესელია.

20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გამართული ხალხმრავალი საპროტესტო აქცია სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. ხელისუფლება აცხადებს, რომ აქციის დაშლა გარდაუვალი აუცილებლობა იყო, მომიტინგეთა ნაწილის მხრიდან პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის გამო.

რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დაშლისას, ოფიციალური მონაცემებით, დაშავდა 240-მდე ადამიანი, მაშ შორის - 80 პოლიციელი. ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი. დაკავებული იყო 350 ადამიანი.

XS
SM
MD
LG