ოპონენტები აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებენ ეროვნული დღესასწაულის „პოლიტიზებისა“ და „მილიტარიზებისათვის“ იმ ფონზე, როდესაც დონალდ ტრამპი ემზადება, როგორც თავად უწოდებს, თავისი ცხოვრების „უმთავრეს სანახაობად“ აქციოს 4 ივლისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიება.
1776 წელს ხელი მოეწერა ქვეყნის დამოუკიდებლობის დეკლარაციას.
წელს დღესასწაული ვაშინგტონში დაიწყება აღლუმით, რასაც ლინკოლნის მემორიალთან მოჰყვება დონალდ ტრამპის სიტყვითგამოსვლა, აღლუმში მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე ჯავშანმანქანა „ბრედლი“ და ტანკი „აბრამსი“. შემდეგ კი მოეწყობა ფოიერვერკი და გაიმართება კონცერტი.