რუსმა სამართალდამცავებმა საფრანგეთის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს საქართველოს მოქალაქე სევდინ ბროიანი გადასცა.
მასზე დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზებისა და ფულადი სახსრების გათეთრების ბრალდებით ინტერპოლით იყო ძებნა გამოცხადებული. ეჭვმიტანილი მოსკოვის მახლობლად დააკავეს 2018 წლის აპრილში.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ საფრანგეთში დაკავებულია სევდინ ბროიანის დაჯგუფების 21 მონაწილე. ამოღებულია კრიმინალური ჯგუფის კუთვნილი იარაღი, დაახლოებით 60 000 ევრო და მიტაცებული ქონება.