Accessibility links

site logo site logo

უგულავა გიორგაძეზე - სინამდვილეში მოხსნეს, რადგან მთელი მისი სფერო რუსთაველზე დგას


მიხეილ გიორგაძე, გიგი უგულავა

წასვლის მიზეზად „სისტემაში“ ახალ სისხლს ასახელებს, სინამდვილეში მოხსნეს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მიხეილ გიორგაძის მიერ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტიდან წასვლას.

"ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე გიგი უგულავა წერს, რომ მიხეილ გიორგაძის სამსახურიდან გაათავისუფლეს იმის გამო, რომ რუსთაველზე საპროტესტო აქციაში კულტურის სფეროს წარმომადგენლები დგანან:

მოედინება და მოაქვს მდინარეს. როგორც უსინდისოდ დაინიშნა ისე უსინდისოდ მიდის. სისხლიან დარბევას არ შეუწუხებია, წასვლის მიზეზად სტანდარტულ მოტივს "სისტემაში ახალ სისხლს" ასახელებს. სინამდვილეში, მოხსნეს! მოხსნეს იმის გამო, რომ მთელი მისი სფერო ეს დღეებია რუსთაველზე დგას და აბა "რობიკას" [სტურუა] უფროსი გიორგაძე ისედაც არასდროს ყოფილა“, - აღნიშნულია გიგი უგულავას ფეისბუკპოსტში.

თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ მიხეილ გიორგაძემ ასევე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაპოსტა:

"მეგობრებო, მსურს ჩემთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ გაცნობოთ. იცით, რომ 5 წლის წინ დავიკავე კულტურის მინისტრის თანამდებობა და ამ ხნის განმავლობაში ჩემი ენერგია, ცოდნა და გამოცდილება ჩვენი ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანეს სფეროს დავუთმე. შემდეგ შემოგვიერთდა ასევე უმნიშვნელოვანესი - სპორტის სფერო და მეამაყება, რომ ამ მიმართულებითაც ბევრ და დიდ წარმატებას მივაღწიეთ!

დღეს კი მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა და კერძო სექტორში დავბრუნდე. ვფიქრობ, 5 წელი ამხელა პასუხისმგებლობის თანამდებობაზე არის სრულიად საკმარისი, რომ მაქსიმალური რესურსი ჩადო შენს საქმეში და დადო ის შედეგი, რომლის მიღწევაც შევძელით. ასევე, დროა ადგილი ახალ ადამიანებს, ახალ ენერგიას დავუთმო“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ ფეისბუკზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG