Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ბათუმში: საქართველოში გაატარეთ თქვენი შვებულება


პრეზიდენტის ბათუმში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, როგორც თავად განაცხადა, ტურიზმის მხარდაჭერა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ამ სფეროს გამოწვევებზე საუბარი იყო.

5 ივლისს სალომე ზურაბიშვილი დახურულ კარს მიღმა შეხვდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძესა და აჭარის რეგიონის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებს.

ერთსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა მოუწოდა ყველას, რომ წლევანდელი შვებულება საქართველოში გაატარონ.

„აჭარაში მზარდია ტურიზმი. თუმცა ვიცით, რომ არის გარკვეული პრობლემები. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, ის რომ რეალურად არ შენელებულა ის მზარდი ტურიზმი, რომელიც ამ ქვეყნისთვის და ამ რეგიონისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი.

მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და ყველას მოვუწოდო - საქართველოში გაატარეთ თქვენი შვებულება ამ წელს - ამ განცხადებას ძალიან მალე გავაკეთებ ისევ, ისევ ბათუმში დაგეგმილ კონფერენციაზე, რომელიც ევროპასთან ჩვენი პარტნიორობის ათი წლისთავს ეძღვნება - სადაც ჩვენი ძალიან ბევრი მაღალი დონის პარტნიორი ჩამოდის. ეს იქნება ეტაპი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა 5 ივლისს ბათუმში საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-15 საერთაშორისო კონგრესი გახსნა და სიტყვით გამოვიდა. ასევე 5 ივლისს პრეზიდენტი დახურულ კარს მიღმა შეხვდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეებს.

პრეზიდენტმა ბათუმში ვიზიტი ისე დაასრულა, რომ არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს.

XS
SM
MD
LG