Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ეწვევა


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ცნობით, მომავალ კვირაში საქართველოს ეწვევიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი, ასევე ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.

მაღალი რანგის სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ ბათუმში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში.

მინისტრის თქმით, კონფერენციის ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერება ორ საფინანსო შეთანხმებას, რომელიც საქართელოსთვის 47 მილიონ ევრომდე დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG