Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენესუელაში ბოლო წელიწად-ნახევარში 7 ათასი ადამიანი დაიღუპა


ნიკოლას მადურო
ნიკოლას მადურო

სულ ცოტა 7 ათასი კაცი დაიღუპა ვენესუელაში სპეცოპერაციისა თუ სხვადასხვა შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად ბოლო 18 თვის განმავლობაში.

ამის თაობაზე საუბარია ჩილეს ყოფილი პრეზიდენტის მიშელ ბაჩელეტეს მიერ, გაეროს თხოვნით მომზადებულ სპეციალურ ანგარიშში, რომელიც შეეხება ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებათა შელახვის ფაქტებს.

ბაჩელეტემ აღნიშნა, რომ ხუთი ათასამდე კაცი დაიღუპა შარშან, ხოლო 1,5 ათასი - წელს. საუბარია ოფიციალურ მონაცემებზე, რომელიც გაეროს ვენესუელის ხელისუფლებამ მიაწოდა.

ნიკოლას მადუროს წარმომადგენლებმა ანგარიშს უწოდეს „აშკარად ცალმხრივი სიმართლე“ და განაცხადეს, რომ დოკუმენტში საუბარი არ არის ოპოზიციის მხრიდან მომხდარ ძალადობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG