Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ბარამიძე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა


„ამ ეტაპზე, მოწმის სახით ვიყავი დაბარებული და როგორც მითხრეს, კითხვები ამოწურეს, თუ რამე არ შეცვალეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბარამიძემ განუცხადა, რომელიც მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გია ბარამიძე გამოიკითხებიან სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 20-21 ივნისს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე.

როგორც დაკითხვიდან გამოსულმა გიორგი ბარამიძემ განცხადა, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას ყველაფრის ფასად განაგრძობს, მათ შორის, თუკი ციხეში აღმოჩნდება, იქიდანაც კი.

XS
SM
MD
LG