Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში ალაპარაკდნენ საპასუხოდ ბრიტანული ტანკერის შეპყრობაზე


ირანის გავლენიანი „ისლამური რევოლუციის გუშაგთა“ კორპუსის ერთ-ერთი ლიდერი მოსხენ რევზაი აცხადებს, რომ ირანმა ხელთ უნდა იგდოს ბრიტანული ტანკერი, თუ დიდი ბრიტანეთი არ გაათავისუფლებს გიბრალტარის მიმდებარე ტერიტორიულ წყლებში შეპყრობილ ირანულ ტანკერს.

4 ივლისს ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ფლოტის დანაყოფმა გიბრალტარში დააკავა ტანკერი „Grace 1“, რომელსაც, ევროკავშირის სანქციების მიუხედავად, სირიაში ნავთობი გადაჰქონდა. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“.

ეს დაკავება მოხდა აშშ-ის თხოვნით. იუწყებიან, რომ ტანკერს გადაჰქონდა 300 ათასამდე ტონა ნავთობი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმისათვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG