Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო მოუწოდებს რუსეთს ყირიმის დეოკუპაციისაკენ


ეუთოს მისია უკრაინაში
ეუთოს მისია უკრაინაში

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების და პოლიტიკის საერთო კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს რუსეთს უზრუნველყოს ყირიმის დეოკუპაცია და გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიიდან.

რეზოლუცია სახელწოდებით „პარლამენტების როლი: მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში უსაფრთხოების განმტკიცების ინტერესებისათვის“, 6 ივლისს მიიღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მე-18 სესიის მსვლელობის დროს

„ასამბლეა მოუწოდებს, შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში, გაყვანილ იქნეს ყველა მხარის მსხვილკალიბრიანი შეიარაღება, უზრუნველყოფილი იქნე ყირიმისა და სევასტოპოლის დეოკუპაცია, რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლა უკრაინის ტერიტორიიდან და კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოწესრიგება მინსკის შეთანხმების ფარგლებში“, - ნათქვამია რეზოლუციის 21-ე პუნქტში.

2014 წელს რუსეთმა ასევე უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება მოახდინა. იმავე წელს დაწყებულ შეიარაღებულ კონფლიქტს აღმოსავლეთ უკრაინაში 13 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG