ავღანეთის ხელისუფლების ცნობით სულ ცოტა 12 კაცი დაიღუპა და დაახლოებით 179 კაცი დაიჭრა თვითმკვლელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ქალაქ ღაზნიში.
თვითმკვლელი დანაღმული ავტომობილით 7 ივლისს შეიჭრა ხალხით სავსე არეალში.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ორგანიზაცია თალიბანმა, რომლის წამომადგენლები დოჰაში მონაწილეობენ საერთო ავღანულ სამშვიდობო კონფერენციაში.
ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, თვითმკვლელმა იერიში მიიტანა ღაზნიში მდებარე ეროვნული უსაფრთხოების დირექტორატის ოფისზე, თუმცა მსხვერპლის უმრავლესობა არიან მახლობლად მდებარე სკოლის სტუდენტები.
ეს უკვე ზედიზედ მეორე თავდასხმაა ღაზნიში ორი დღის განმავლობაში.
წინა თავდასხმაზე შიიტურ მეჩეთზე, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, პასუხიმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა.