„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი თბილისი პრაიდის მიერ დაანონსებულ ღირსების მარშს ფეისბუკიდან ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს პროვოკაციაა.
„იუდა მოშე გლუკჰარტის კანტორამ დაიწყო დამანგრეველი მუშაობამეტ პროვოკაციას, იმ დროს როდესაც ხალხი იცილებს ივანიშვილის რეჟიმს ვინ მოიფიქრებდა? ესენი მარტო ლგებეტ-ე კი არა, მოსკოვისა და უშიშროების აგენტურაა ერთდროულად... დარწმუნებული ვარ ოლიგარქი მილიონებს გაუშვებს ყველაფრის მკადრებელ არსებათა მოსასყიდად, რათა ეს მარში ჩაატარებინოს ამ ეროვნული მუხტის სადისკრედიტაციოდ... თუ მართლა ვინმე აპირებს, გირჩევთ არ გაბედოთ მსგავსი რამ და დროზე შეძვრეთ იქ საიდანაც გამოძვერით“ - დაწერა ფეისბუკზე შალვა ნათელაშვილმა.
7 ივლისს თბილისი პრაიდის ჯგუფმა განაცხადა, რომ ღირსების მარში, რომელიც თბილისი პრაიდის ფარგლებში, 22 ივნისს უნდა ჩატარებულიყო და აქციების გამო გადაიდო, 8 ივლისს გაიმართება.